თემურ ჭკუასელის ნაცვლად ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი იქნება

“ქართულმა ოცნებამ” ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი შეცვალა.
აღნიშნულ ოლქში ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სახელით თემურ ჭკუასელის ნაცვლად ნინო წილოსანი იბრძოლებს. თემურ ჭკუასელმა კი პროპორციულ სიაში გადაინაცვლა.
როგორც ჭკუასელმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
“ჩემს წარდგენამდეც იყო საუბარი, რომ აღნიშნულ ოლქში ნინო წილოსანის წარდგენა იგეგმებოდა, თუმცა მერე რაღაცები შეიცვალა. იყო რაღაც საკითხები, რომლებიც გარკვევას საჭიროებდა, ეს საკითხები ახლა გარკვეულია და ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანი იქნება ჩვენი კანდიდატი. ის არის უწესიერესი ადამიანი და ყველანაირად გვერდში დავუდგები. მე გადავინაცვლე პროპორციულ სიაში“, – განუცხადა “კვირას“ თემურ ჭკუასელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები