მიხეილ ჯანელიძე: ახალი ნაბიჯები აახლოებს და ამზადებს საქართველოს ნატოს მომავალი წევრობისთვის

0

“ახალი ნაბიჯები აახლოებს და ამზადებს საქართველოს ნატოს მომავალი წევრობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობის შეფასებისას განაცხადა.
ჯანელიძის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს განსაკუთრებულად ღრმა ურთიერთობები აქვს ალიანსთან.
„ეს არის მკვეთრი გამოხატულება ნატოს მხარდაჭერისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების და ინტეგრაციისკენ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებულად ღრმა ურთიერთობები ალიანსთან და ჩვენი პარტნიორობა მიმართულია საბოლოო მიზნისკენ. ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი და ახალი ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გვაქვს, აახლოებს და ამზადებს საქართველოს მომავალი წევრობისთვის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. დელეგაციას საქართველოში თბილისის დროით 14:00 საათისთვის ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი