საარჩევნოდ, საერთაშორისო მედიაცენტრი იქმნება

წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების პერიოდის კარგი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება, – აღნიშნული საკითხის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძეს სთხოვა.
პრემიერის თქმით, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
„უმნიშვნელოვანესია, წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, კომფორტულად იმუშაოს, კარგად გაშუქდეს წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნები. ჩვენი სურვილია, ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ მაქსიმალურად კარგი პირობები იმისთვის, რათა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები