ნინო ბურჯანაძე: იქ, სადაც “ნაციონალური მოძრაობაა”, პროვოკაციებს ყოველთვის შეიძლება ველოდოთ

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არჩევნების გზით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ გააჩნია.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას შეეცდება.
„იქ, სადაც “ნაციონალური მოძრაობაა”, პროვოკაციებს ყოველთვის შეიძლება ველოდოთ. მათ იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მობრუნება შეძლონ. ეს შანსი კიდევ უფრო ნაკლები ექნებათ, თუ ჩვენი ამომრჩეველი სახლში არ დარჩება და იაქტიურებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში.
“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდმა ეს ინიციატივა არჩევნების წინ იმიტომ წამოაყენა, რათა მოსახლეობა სიურპრიზების წინაშე არ აღმოჩნდეს. “მოსახლეობა სიურპრიზების წინაშე არ უნდა აღმოჩნდეს. უბლოკო სტატუსის ინიციატივა არჩევნების წინ ამიტომ წამოვაყენეთ.მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ჩვენგან რას უნდა ელოდეს. უბლოკო სტატუსი ქვეყნის გამთლიანებისა და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა. 200 000 ხელმოწერას ადვილად შევაგროვებთ და მითი, თითქოს მთელი საქართველო ნატო-ზე ფიქრში იღვიძებს, გაქარწყლდება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები