ყაზბეგში არადეკლარირებული არაყი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ”საბაჟო გამშვებ პუნქტში ”ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სკანირების შედეგად, საბარგულში, არადეკლარირებული საქონელი – ალკოჰოლური სასმელი არაყი (42 ლიტრი) აღმოაჩინეს”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები