“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევებით საქართველომ ბოლო, მე-6 ადგილიდან 51-ე პოზიციაზე გადმოინაცვლა”

ეკონომისტი მიშა დუნდუა მიიჩნევს, რომ ქვეყანა ეკონომიკური განვითარების პროცესისკენ მკვეთრად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს. მიშა დუნდუა “კვირას” პრესკლუბში საგარეო ვალების აღებასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დაკავშირებით, 2012 წლამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებას აკეთებს.
„მკვეთრად არის შემცირებული საგარეო ვალების აღების მაჩვენებელი, ეს პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას“, – განაცხადა მიშა დუნდუამ.
“2012 წლამდე მილიარდნახევარი დოლარით იყო გაზრდილი მთავრობისა და სახელმწიფო სტუქტურის ვალი, რაც 2012-2013 წლების მაჩვენებლით 229 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ამასთანავე საგულისხმოა, რომ მასშტაბური ვალის დაფარვასთან ერთად, ქვეყანამ დაიწყო ვალების უფრო ნაკლები ტემპით აღება.
გაზრდილია ასევე უცხოური ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელიც, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, საქართველო მაკროეკონომიკური მაჩვენებლით ბოლოდან მე-6 ადგილზე იყო, ახლა ჩვენი პოზიცია მოწინავე და განვითრებული ქვეყნების გვერდითაა და ფორუმის კვლევის თანახმად, 51-ე ადგილზე გადმოვინაცვლეთ“,- განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტმა, „2030“-ს წევრმა მიშა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები