იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულ სამივე პირს წინაწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელდა და დაკავებული არიან: გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
სამივე მათგანს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.