ადგილობრივი მედია ეკატერინბურგში ქართველი „კანონიერი ქურდის“ დაბრუნებაზე წერს

ქართველი „კანონიერი ქურდი“ ავთანდილ კობეშავიძე, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ავთოს სახელით არის ცნობილი, ეკატერინბურგში დაბრუნდა. ის 2008 წლიდან სასჯელს იხდიდა.
გამოცემა 66.ru-ს ცნობით, ავთო კრიმინალურ კლანებს შორის ბოლო დროს მომხდარი დაპირისპირების მიზეზებში გარკვევას შეეცდება. ამ ქალაქში მდგომარეობა განსაკუთრებით რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერის ასლან უსოიანის („დედ ხასანის“) მკვლელობის შემდეგ გართულდა, ვინაიდან დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ ეკატერინბურგში კობეშავიძის დაბრუნებამ აზრთა სხვადასხვაობა არა მარტო ქურდულ სამყაროში, არამედ სამართალდამცველ სტრუქტურებშიც გამოიწვია. პოლიციის ნაწილი „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის გაგრძელების მომხრეა, ნაწილი კი ავთო კობეშავიძის დაბრუნებას მიესალმება, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ის დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას და სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები