სასამართლო გიორგი ფეიქრიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ფეიქრიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
სახელმწიფო ბრალდება გიორგი ფეიქრიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
როგორც პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ აღნიშნა, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი მიიმალოს, ასევე არის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურებისა ან მოპოვებაში ხელის შეშლისა.
პროკურორმა ასევე განმარტა, რომ ფეიქრიშვილს ბრალად  ნარკოდანაშაულის ჩადენაც ედება და თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, დაუკავშირდეს სხვა დანაშაულის ჩამდენ პირებს, რათა მათ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელდა და დაკავებული არიან: გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ფეიქრიშვილთან და ნიშნიანიძესთან ერთად დაკავებულ გიორგი ყანჩაველს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები