დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე დავით ნაცვლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
როგორც დავით ნაცვლიშვილის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ისინი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
სამართალდამცავებმა მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დავით ნაცვლიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან გარდაცვლილ დემურ სტურუას დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები