საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: მანუჩარ ნ. და ელგუჯა თ. დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მათ 2014 წლის 18 იანვარს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ჯგუფურად ცდილობდნენ . აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები