ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი პროფილაქტიკის თანამშრომელია. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
თვითმხილველის ინფორმაციით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა მოუცლელობის მიზეზით ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტი ყოფით ნიაგადზე პროფილაქტიკის თანამშრომელსა და კლინეტს შორის მოხდა. ამ ეტაპზე ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უწყების ცნობით, საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობის) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები