ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ადვოკატის მტკიცებით, ბრალდება ნაკლებად მძიმე დანაშაულია, რის გამოც იმედოვნებს, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ გამოიყენებს.
„ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენეს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდება არის ნაკლებად მძიმე დანაშაული, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენებს ნაკლებად მძიმე სასჯელს და არა პატიმრობას“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო. არსებული ინფორმაციით, მას შესაძლოა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მომხდარი სოსო ჯოხაძის მკვლელობასთან ჰქონდეს კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები