ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაუშვა.
მოლაპარაკებაზე სეულმა მოუწოდა პეკინს, რომ ფხენიანის მილიტარისტულ გეგმებზე ზეგავლენა იქონიოს. ჩრდილოეთ კორეის მოქმედებებს სეული პროვოკაციად აფასებს. ჩინეთი კი აშშ-ის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებით უკმაყოფილოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები