ბადრი ნათობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე ადვოკატმა ლევან პატარქალიშვილმა დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის გირაოს შეფარდების შესახებ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავად ნათობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ არც იარაღი ქონია და გავრცელებულ ვიდეოაკდრებშიც, რომელიც მკვლელობას ასახავს, თავად არ არის.

სხდომა 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები