სასამართლო ბადრი ნათობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ადვოკატი, ლევან პატარქალიშვილი, ბადრი ნათობაძისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს. პროცესს ესწრება ბრალდებულიც, რომელიც, ადვოკატის განცხადებით, ბრალდებას არ აღიარებს.
ბრალდების მხარე ნათობაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ნათობაძის ადვოკატი, სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნასაც ითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ სოსო ჯოხაძე საკუთარ ავტომობილში, ვაკეში რამდენიმე დღის წინ ჩაცხრილეს. ნათობაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები