ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული გემი ჩაიძირა

თურქეთში ანტალიის სანაპიროსთან ამინდის გაუარესების შედეგად ტურისტული გემი ხმელთაშუაზღვაში ჩაიძირა. გემის ბორტზე 86 ადამიანი იმყოფებოდა.
ანტალიის გუბერნატორის ინფორმაციით, თურქეთის სანაპირო დაცვისა და საზღვაო პოლიციის წარმომადგენლებმა ადგილზე 84 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
შტორმის გამო, ხომალდის კაპიტანმა პორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გემში წყალმა შეაღწია და ჩაძირვა დაიწყო. დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი, რომლებიც თურქეთისა და ლიბანის მოქალაქეები არიან.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები