დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ნოდარ ა.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს, სუიციდის ფაქტი  27 აგვისტოს მოხდა.  უწყების ცნობით, ბრალდებულმა მანამდეც რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა. შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  სოფელ ვაჩიანში დედა და სამი შვილი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 10 ივლისს, ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარიდან მეორე დღეს, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.
ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები