სომხეთის ელჩი საქართველოში სარგსიანის და ტანიას შეხვედრის ფაქტს უარყოფს

სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთიან ყარაბაღში სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კან ტანიას შეხვედრის შესახებ.
სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთი „ითვალისწინებს საქართველოს პოზიციას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ამ პოლიტიკის ერთგულია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები