სოციალურ ქსელებში ვაკეში მომხდარი მკვლელობის კადრები ვრცელდება (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში დღეს ვაკეში მომხდარი მკვლელობის ვიდეომასალა ვრცელდება.
მკვლელობა ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე შუადღეს მოხდა. თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა. მეორე კი მძიმედ დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – გადაყვანილია საავადმყოფოში.

https://www.youtube.com/watch?v=yptb7QRl37U

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები