ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს
თბილისში, ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნეს. „კვირას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.