ზვიად ძიძიგური: საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გართულებებს გამოვრიცხავ

უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში რაიმე გართულებას გამორიცხავს.
როგორც ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თუ სექტემბერში პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ეს საკონსტიტუცი სასამართლოს მუშაობას ხელს არ შეუშლის.
„თუნდაც ვერ მოხდეს სექტემბერში არჩევნების გამო პარლამენტის შეკრება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას ხელს არ შეუშლის, რადგან სასამართლოს დარჩენილი აქვს 2 პლენუმი და თუ ამ ორ პლენუმზე ერთი მოსამართლით ნაკლები იქნება, ეს არ იქნება შემაფერხებელი გარემო“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ძიძიგური არ გამორიცხავს, რომ მოსამართლის ვაკანსიაზე პარლამენტმა რამდენიმე კანდიდატურა წარადგინოს.
“ახალი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციებს და პარლამენტში 6 კაციან ჯგუფს. ასევე აქვს უფლება პრეზიდენტს და უზენაესი სასამართლოს პლენუმს.
ჩვენ შეიძლება ერთი კი არა, რამდენიმე კანდიდატი ვიხილოთ“, – აღნიშნა ძიძიგურმა.
დეპუტატისთის უცნობია, მართლა აპირებს თუ არა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დავით უსუფაშვილი.
„რაც შეეხება დავით უსუფაშვილის მიერ საკუთარი თავის დასახელებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურად, მე ამასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. ეს ნაკლებად შესაძლებელი და მოსალოდნელი მგონია, თუმცა ამ კითხვასთან დაკავშირებით უფრო კომპეტენტური დავით უსუფაშვილი იქნება“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები