ზაზა პაპუაშვილი უსუფაშვილს პასუხობს: ძალიან ვთხოვ ყველას, ანგელოზის ფრთებით ნუ შეიმოსებიან

ძალიან ვთხოვ ყველას, ანგელოზის ფრთებით ნუ შეიმოსებიან, – ასე პასუხობს დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში მეხანძრის როლს ასრულებდა.
როგორც პაპუაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში აღნიშნა, პარლამენტში ზოგჯერ ისეთი ვითარება იქმნებოდა, რომ იქ ყოფნა ძალიან რთული იყო.
„იქ დაძაბულობა იყო და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. გიჟი არავინ არის და ქვებს არავინ ისვრის, ვერ წარმოგიდგენიათ, ზოგჯერ რა ვითარება იქმნებოდა პარლამენტში. თქვენ უყურებთ აქედან და გადართავთ, გადმორთავთ ტელევიზორს, თორემ იქ ყოფნა და იმ დემაგოგების ატანა ძალიან რთულია. ნუ შემოგაქვთ ეს ტერმინები, თურმე ერთ ადამიანს აქვს უფლება, ლანძღოს მეორე ადამიანი და მეორეს აქვს თმენის ვალდებულება. ასე არ არის”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები