ჯემალ სეფიაშვილმა თამაზ მეჭიაურის პარტია დატოვა!

გავრცელებული ინფორმაციით კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა  პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა.
Kvira.ge დაუკავშირდა ბატონ ჯემალ სეფიაშვილს, რომელმაც დაადასტურა პარტიის დატოვების ფაქტი:
„გიდასტურებთ, რომ  თამაზ მეჭიაურის პარტია ნამდვილად დავტოვე, თუმცა ვრცელი კომენტარისგან თავს შევიკავებ.“
Kvira.ge  ურეკავდა ბატონ თამაზ მეჭიაურსაც, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ დავუკავშირდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები