ვახტანგ კაპანაძე: ჰქონდათ თუ არა მათ მეცადინეობის, ან წვრთნების ჩატარების უფლება, ეს გასარკვევია

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსების ინსტრუქტორებს ამ ტიპის წვრთნების ჩასატარებლად უფლებამოსილება არ ჰქონიათ.
“იმის თქმა, რომ სერტიფიკატები არ ჰქონდათ, არ იქნება სწორი”, – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
ამასთან, როგორც კაპანაძე აცხადებს, სამხედროებს მყვინთავის კურსები თურქეთში აქვთ გავლილი, თუმცა ის არ ფლობს ინფორმაციას, რას ითვალისწინებს მათ მიერ აღებული სერტიფიკატები.
“ჰქონდათ თუ არა მათ მეცადინეობის ან წვრთნების ჩატარების უფლება, ეს გასარკვევია, მათ, ჩემი ინფორმაციით, სერტიფიკატები თურქეთში აქვთ აღებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მოკვლევის საკითხია,”- აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები