კახა კალაძე საქართველოში მიმდინარე ენერგოპროექტებს უსაფრთხოდ და საიმედოდ თვლის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანში ჟურნალისტებთან ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მონაწილეობით გახორციელებული და მიმდინარე ყველა ენერგეტიკული პროექტი საიმედოა.
ენერგეტიკულ საფრთხესთან დაკავშირებით კითხვები რუსეთ-ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულმა თანამშრომლობამ გამოიწვია. კალაძემ განაცხადა, რომ ყველა სამუშაო გეგმის მიხედვით ხორციელდება.
„არანაირი საფრთხე ამ პროექტებს არ ემუქრება. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები და, ზოგადად, ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გეგმისა და გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. 2018-2019 წლიდან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები ამ პროექტიდან“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანში და აღნიშნა, რომ შეხვედრები აზერბაიჯანში საკმაოდ თბილი და საქმიანია. მანვე ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებაზე და სამომავლო გეგმებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები