მიხეილ ჯანელიძე ეუთოს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეუთოს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქალაქ პოტსდამში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გაიმართება.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, არაფორმალურ მინისტერიალს ეუთოს თავმჯდომარე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასპინძლობს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ეუთოს, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები