“ორი კვირა მთხოვდა ნახვას და პარლამენტში მივიღე” – მეჭიაური ბედუკაძესთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს

ლადო ბედუკაძემ შეხვედრა მადლობის სათქმელად მთხოვა, – ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს მასსა და ბედუკაძეს შორის პარლამენტში გამართული შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი განმარტებით, ბედუკაძე საქართველოს მოქალაქეა და სწორედ ამიტომ მიიღო ის პარლამენტში.
„აღარ მაქვს ამ საკითხზე საუბრის სურვილი. ძალიან უნდათ ზოგიერთებს, რომ მიმაბან, მაგრამ ვერ მიმაბამთ. შეხვედრას მთხოვდა, ორი კვირაა ითხოვს და პარლამენტში მივიღე, როგორც მოქალაქე. როცა მისი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე გავაკეთე განცხადება, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მან ეს მის მხარდაჭერად ჩათვალა და მთხოვა შეხვედრა მადლობის სათქმელად. სულ ეს იყო. რამდენიმე წუთი შევხვდით”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ მედიასაშუალებები ლადო ბედუკაძესა და თამაზ მეჭიაურს შორის პარლამენტში გამართული შეხვედრის შესახებ ორი დღის წინ წერდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები