რუსთავში “რესპუბლიკური პარტია“ 35-მა წევრმა დატოვა

“რესპუბლიკური პარტიის” რუსთავის ორგანიზაცია 35-მა  წევრმა დატოვა. ამის შესახებ ორგანიზაციის კომიტეტის ყოფილმა წევრმა ოთარ ჩხაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ისინი ემიჯნებიან „რესპუბლიკელებს” და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.
მათივე თქმით, “რესპუბლიკელებში” 2012 წელს გაერთიანდნენ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები