კნუტ ფლეკენშტეინი: არ არსებობს თავშეკავების საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით

მე, მართლაც, მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინმა, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს თავშეკავების საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა ბრიუსელში, რომ ევროკავშირმაც შეასრულოს დანაპირები. ძალიან კარგია, იცოდეთ, ევროპარლამენტში “კონსერვატორებმაც“ ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზარიბელარიზაციისთვის და ახლა კი დადგა დრო ამის განსახორციელებლად, ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო სტრასბურგში პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ყველა პარტიამ განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზალიბერალიზაციას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, თუ რა არის შიდა ქართული წინასაარჩევნო გარემო და, მეორე მხრივ, რა არის ქვეყნის წინსვლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის მიმართ.
მართლაც, საუბარია რამდენიმე დეტალზე. სინამდვილეში, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დავობენ იმაზე, ვის უნდა ჰქონდეს ბოლო სიტყვის უფლება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება. მე ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან. ქალბატონი მერკელისგან და საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონი შტაინმაიერისაგან, როგორ იბრძვიან ამ ბოლო გაუგებრობის აღმოსაფხვრელად და მე, მართლაც, მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ. მე გისურვებთ ძალიან წარმატებულ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს შემდგომ განვითარებას შემდგომი წლების განმავლობაში, როგორც ეს მოხდა გასულ წლებში“, – განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები