კნუტ ფლეკენშტაინი: საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს

თქვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა ამ ყველაფერმა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან შეხხვედრის დროს განაცხადა.
კნუტ ფლეკენშტაინმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ კუთხით მიღწეული პროგრესი აშკარაა.
„ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა, ღრმად პატივცემულო გენერალურო მდივანო, მე ორი მიზეზით ვიმყოფები საქართველოში, პირველი იმიტომ, რომ დიდი მოკითხვა გადავცე „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ შევთავაზო წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენ, სოციალ- დემოკრატებმა კარგად ვიცით, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა ამ ყველაფერმა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა. ეს ყოველთვის ასე არ იყო, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და ნახვა რეალურად ამ პროგრესის“, – განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები