მიხეილ ჯანელიძე: ვერანაირად დავადასტურებ გუბაზ სანიკიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

„ვერანაირადდავადასტურებ გუბაზ სანიკიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა მიხეილ ჯანელიძემ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ გარკვეულ პერიოდში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას გეგმავდა რამდენიმე არაბული ქვეყანა და მან საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე საქართველო ამას გადაარჩინა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, მსგვას ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საგარეო საქმეთა მინისტრი გუბაზ სანიკიძეს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული არაღიარების პოლიტიკაში და წარმატებით ახორციელებს ამას. 2013-2014 წლებში ორმა ქვეყანამ უკან წაიღო აღიარება და ჩვენ დავამყარეთ მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. ყოველწლიურად იზრდება მხარდამჭერთა რიცხვი გაეროს ფარგლებში იმ რეზოლუციაზე, რომელიც მიმართულია იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ აქტიურ მუშაობას და ვურჩევდით მათ, ვისაც აქვს რაიმე ტიპის ინფორმაცია, ითანამშრომლოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები