კახა კალაძე: არ ვიცი, რა მექანიზმით აპირებს ბურჭულაძე სოციალურად დაუცველთა რაოდენობის გაზრდას

ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე, პარტია “სახელმწიფო ხალიხსთვის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის სოციალურად დაუცველი 500 000 ადამიანის მილიონამდე გაზრდას გეგმავს, არასერიოზულს უწოდებს.
“არ ვიცი, რამდენად სერიოზულად ვუპასუხო ამ კითხვას. არასერიოზული განცხადება იყო. პაატა რა მექანიზმით აპირებს მილიონამდე გაზრდას, არ ვიცი”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პაატა ბურჭულაძემ განმუხურში სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განცხადება გააკეთა: “ჩვენ გვაქვს გეგმა: დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები