კახა კალაძე: კახა კალაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობას გამორიცხავს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობას გამორიცხავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კალაძემ განუცხადა.
“მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ასე რომ, მაჟორიტარობა უნდა გამოვრიცხოთ. სიას რაც შეეხება, უახლოეს მომავალში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერის მხრიდან წარმოდგენილი იქნება სია, რომელსაც თქვენ და საზოგადოება აუცილებლად გაიგებთ”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე უახლოეს მომავალში გაიმართება პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები