ეუთო საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს.
ეუთოს გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნული ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას.
„ჩვენ განვიხილეთ დღეს არსაბული მდგომარეობა, ის მშვიდი გარემო, რომელიც დღეს არის წინასაარჩევნოდ. ასევე ყველა შესაძლებლობა, რომელიც არის პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილი, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ, როგორც მედიასივრცით, ასევე ყველა იმ ბერკეტით, რომელიც სჭირდებათ საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული განვითარების კუთხით და იქნება კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები