პაატა ბურჭულაძე: დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს – ვიდეო

პოლიტიკურმა ერთობამ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პოლიტიკურმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა.
“შეიძლება ადამიანმა ამდენი ხანი, 25 წელი იმედით უყურო მომავალს და ეს მომავალი არაფრით არ დადგეს?! ხშირად მეკითხებიან, რამ მომიყვანა პოლიტიკაში? მოკლედ გიპასუხებთ, იმედგაცრუებამ!
გუშინ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ პენსიონერებს სწორად რომ გადანაწილებულიყო ბიუჯეტი, 250 ლარი უკვე გუშინ ჰქონოდათ. შეიძლებოდა რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ.
ჩვენ გვაქვს გეგმა: დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს.” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის პირველ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ამირან ხვადაგიანი, ქუთაისის მეორე ოლქში – თემურ ცამციშვილი, ქუთაისის მესამე ოლქში – ზვიად ბაღდავაძე, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში – გურამ ჩალაგაშვილი, ხობში – კახაბერ ნადარაია, მარტვილი-აბაშაში – დავით თოფურია, წალენჯიხა-ჩხოროწყუში – გიორგი ხარჩილავა, ფოთსა-ოზურგეთში – კოტე კემულარია, სამტრედიაში – პაატა მანჯგალაძე, ზუგდიდში – ვახტანგ ცხადაია, თერჯოლასა და ტყიბულში – ირაკლი გვენეტაძე, ზესტაფონში – ნიკა ქავთარაძე, ხოლო ზუგდიდის მეორე ოლქში – ბესარიონ თოდუა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები