პრემიერი აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო.

მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში სტუმრობისა და იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარების გაცნობისთვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს, ასევე, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყნის სწრაფი განვითარებაა.

„დელეგაციას ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ შევეხეთ, ჩემი აზრით, აშშ-სა და საქართველოს მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს – რეგიონული სტაბილურობის ჩათვლით. პრემიერმა მიმოიხილა ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც ეს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების კუთხით“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა დუნკან ჰანტერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები