“ნაცმოძრაობის” ყოფილი დეპუტატი ბურჭულაძემ სამტრედიის მაჟორიტარად დაასახელა

“სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
წარდგენილ კანდიდატებს შორის უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები და ამავე პარტიის აქტიური მხარდამჭერები არიან.
ერთ-ერთი გახლავთ ოზურგეთის საკრებულოს წევრი პაატა მანჯგალაძე, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სიაში იყო და სწორედ ასე გახდა ის საკრებულოს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პაატა ბურჭულაძის მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან: ქუთაისის #47-ე ოლქში პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ამირან ხვადაგიანი. #48-ე ოლქში თემურ ცამციშვილი და 49-ე ოლქში ზვიად ბაღდავაძე.
ლანჩხუთსა და ჩოხატაურში კენჭს იყრის გურამ ჩალაგაშვილი; ხობში- კახაბერ ნადარაია; მარტვილსა და აბაშაში – დავით თოფურია; წალენჯიხასა და ჩხოროწყუში- გიორგი ხარჩილავა; ფოთსა და ოზურგეთში- კოტე კემულარია; სამტრედიაში – პაატა მანჯგალაძე; ზუგდიდში -ვახტანგ ცხადაია; თერჯოლასა და ტყიბულში – ირაკლი გვენეტაძე; ზესტაფონში – ნიკა ქავთარაძე; ზუგდიდის მე-2 ოლქში- ბესარიონ თოდუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები