ზვიად ძიძიგური პრეზიდენტს პასუხობს: „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩევლებთან მუშაობის გააქტიურებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, პრეზიდენტი, როგორც გულშემატკივარი ისე ლაპარაკობს.
“პრეზიდენტი ეტყობა, როგორც გულშემატკივარი, ისე ლაპარაკობს და მომწონს ეს გულშემატკივრობა მისი მხრიდან, უბრალოდ, აგვისტოს თვეში ეტყობა, ცოტათი ნაკლები არის ისეთი ტიპის აქტიურობა, როგორც პრეზიდენტს წარმოუდგენია. მე „ქართული ოცნების“ მაგალითზე გეტყვით, რომ ძალიან აქტიურ კამპანიას ატარებს,“ – განაცხადა ძიძიგურმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “შენი ხმა ჩვენი მომავლია” – კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოში საზაფხულო სკოლას ესტუმრა და პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომა და გააქტიურება ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები