თედო ჯაფარიძე: რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში ჩვენ არ უნდა ჩავმხტარიყავით

უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, დებ ფრინდის ინტერვიუზე კომენტარს აკეთებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამერიკა სააკაშვილს 2008 წელს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
„ამერიკის მხარე, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, პირადად პრეზიდენტი ბუში აფრთხილებდნენ სააკაშვილს, რომ არ გადაედგა ეს ტრაგიკული ნაბიჯი, რაც მოხდა 2008 წელს, მოსაზრებები, რომ სააკაშვილს მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, თითქოს ამერიკის მთავრობამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ბუშმა მას მისცა ინდულგენცია, ეს ნაბიჯი გადაედგა, არ შეესატყვისება ერთმანეთს“, – თქვა თედო ჯაფარიძემ.
იგი იმასაც აღნიშნავს, რომ პროვოკაციები რუსული მხრიდან 2008 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა, მათი თავიდან აცილება, ჯაფარიძის აზრით, დიპლომატირუი კუთხით უნდა მოგვარებულიყო.
“პროვოკაცია დაწყებულია საუკუნეების განმავლობაში, რუსეთი ამას აკეთებს საუკუნეების განმავლობაში, მთავარი იყო იმ დაგებულ ხაფანგში, რომელიც საქართველოს ჰქონდა, არ ჩავმხტარიყავით“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილე დენ ფირდმა რადიო „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აგვისტოს ომზე კომენტარი გააკეთა, სადაც უარყო ის ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ბუშის ადმინისტრაციისგან „მწვანე“ შუქი“ ჰქონდა ანთებული საომარ მოქმედებებში ჩაბმის დროს. ამერიკელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩაბმას ამერიკამ მკვეთრად „წითელი“ შუქი უჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები