გია ვოლსკი: ელისაშვილი ცამდე მართალიც რომ იყოს, ბევრი ბოდიში თვითონ აქვს მოსახდელი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს,რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და უზნეო ბრალდებებით გამოირჩევა.
ვოლსკის აზრით, სწორედ ამიტომ, ბოდიში არა ირაკლი კობახიძეს, არამედ ალეკო ელისაშვილს აქვს მოსახდელი.
”ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ანგაჟირებული, ხშირ შემთხვევაში, უზნეო ბრალდებებით გამოიჩინა თავი ჩვენი გუნდის წევრების მიმართ. პოლიტიკური დაინტერესებაც აშკარად ეტყობა. აქედან გამომდინარე, ცამდე მართალიც რომ იყოს, ბევრი ბოდიში თვითონ აქვს მოსახდელი და არც ცამდე მართალია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისაგან ბოდიშის მოხდს ითხოვს. ის ირაკლი კობახიძის ბრალდებას, გიგი უგულავასთან მისი კავშირის შესახებ, აბსურდულს უწოდებს და მოუწოდებს, თავად გააკეთოს განმარტება, რას აკეთებდა კობახიძე 2012 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები