ირაკლი კობახიძე: მთავარია აღარ იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც შესაბამისი კვალიფიკაციით არ გამოირჩევიან

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არ საუბრობს იმაზე, აპირებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, საკუთარი კვოტით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენას.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობისთვის მთავარია, რომ მოსამართლე მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად აირჩეს.
“პარლამენტის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე. ჩვენთვის მთავარია, რომ მოსამართლე მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად აირჩეს და საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც არ გამოირჩევიან შესაბამისი კვალიფიკაციით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პირველ სექტემბრამდე, საკუთარი კვოტით აპირებს დაასახელოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები