დევიდ მაკალისტერი: საქართველომ შეასრულა დავალებები და ახლა ჩვენი ჯერია შევასრულოთ დანაპირები

საქართველომ შეასრულა დავალებები და ახლა ჩვენი ჯერია შევასრულოთ დანაპირები და მივცეთ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ მაკალისტერმა საქართველოში ვიზიტის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპარლამენტარმა საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გვსურს საქართველომ განაგრძოს ამ გზაზე სიარული დემოკრატიისთვის. 2016 წელი გადამწყვეტია საქართველოსთვის. სწორედ ამ წლის ზაფხულში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში და დროა აღსრულდეს მისი დებულებები. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია და მკაფიოდ მინდა ვთქვა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სახელით, რომ მხარს ვუჭერთ ვიზალიბერალიზაციას. საქართველომ შეასრულა დავალებები და ახლა ჩვენი ჯერია შევასრულოთ დანაპირები და მივცეთ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია“, – განაცხადა მაკალისტერმა.
მისი თქმით, მან კომიტეტებში განხილვების დროს მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას.
ევროპარლამენტარის სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი.
„ახლა ჯერი მიდგა ევროპარლამენტზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე მხარს ვუჭერ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი“, -აღნიშნა მაკალისტერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები