ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, გიორგი პაპუაშვილი დაკვეთების მთავარი შემსრულებელია

გიორგი პაპუაშვილმა უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის და გადაწყვეტის ყველა სტანდარტი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე ვა-ბანკზე წავიდა და ყოფილი მერის, გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 1 სექტემბერს ერთპიროვნულად ჩანიშნა.
„აშკარად ვა-ბანკზე მიდის საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე. მან უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის და გადაწყვეტის ყველა სტანდარტი, ისე, რომ შეგნებულად, ხელოვნურად ჩაშალა პლენუმის საორგანიზაციო სხდომა. მან ერთპიროვნულად დანიშნა 1 სექტემბერს საქმის განხილვა. როგორც ჩანს, გიორგი პაპუაშვილი დაკვეთების მთავარი შემსრულებელია და აქედან გამომდინარე, ის კიდევ ერთხელ მიდის ვა-ბანკზე, თუმცა ეს ამოცანები ვერ შესრულდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები