“ნატა ფერაძის ქმედებებმა ქალაქზე მზრუნველთა მოძრაობას ზიანი მიაყენა”

ნატა ფერაძის გუშინდელ ეთერს საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. ეკა ლორთქიფანიძე ერთ-ერთია ფეისბუქ მომხმარებელთაგან, ვინც ნატა ფერაძის გამოსვლა მოსახლეობის შეურაცხყოფად აღიქვა. ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს და თვლის, რომ ნატა ფერაძემ ზიანი მიაყენა თითოეულ ქალაქზე მზრუნველს.
“აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ნატა ფერაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს. მე, როცა ჯანმრთელობა ხელს მიწყობდა ყოველთვის ამ ქალაქის დასაცავად გამოვდიოდი და ჩემგან ყოველთვის პატივისცემის ღირსია ადამიანი, რომელიც საკუთარი აზრის და პრინციპების დასაცავად გარკვეულ ზომებს მიმართავს. თუმცა დღეს, როცა ქალაქის დამცველის სახედ ნატა ფერაძე გვევლინება მრცხვენია. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ამ ქალბატონის ქმედებამ ზიანი მიაყენა მთლიანად ქალაქზე მზრუნველთა მოძრაობას და აქტიურობის სურვილი დაუკარგა იმ ადამიანებს, რომლებიც 2004 წლიდან ამ ქალაქის თითო კვადრატულ მეტრს კბილით იცავდნენ“, -წერს სოციალურ ქსელში ეკა ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები