,,საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე. მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მიზიდულობის ნიშნული სხვა ქვეყნებისგან იმ მიღწევების გამო, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით”,- ამის შესახებ საქართველო მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც „ელჩების კონფერენციის“ მონაწილეა.
მისი თქმით, რეგიონში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ეს წელი სავსე იყო გამოწვევებით.
„ეს წელი სავსე იყო გამოწვევებით. რეგიონი არის გადატვირთული კონფლიქტებით, პრობლემებით. ამ გზაზე საქართველომ მოახერხა, რომ მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, შეენარჩუნებინა სტაბილური განვითარების გეზი, მიეღწია მნიშვნელოვანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებისთვის. ამ თვალსაზრისით რა საკვირველია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ის პრიორიტეტები, რომელიც განისაზღვრა – ეს არის ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საგარეო პოლიტიკა. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე. მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მიზიდულობის ნიშნული სხვა ქვეყნებისგან იმ მიღწევების გამო, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით. მათ შორის ეს შეეხება მრავალი ქვეყნისთვის მაგალითის მიმცემ შედეგებს კორუფციასთან ბრძოლის, მომსახურების სფეროს უზრუნველყოფის და რა საკვირველია, კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, ეკონომიკური მიღწევების თვალსაზრისით”,- განაცხადა ბაქრაძემ.