გედევან ფოფხაძე: გიორგი პაპუაშვილი “დაუმორჩილებელ” თანამშრომლებს შავ პიარს აუგორებს
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო სასამართლოში 23 აგვისტოს ჩაშლილ სხდომაზე კომენტარი გააკეთა.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი თანამშრომელთა იმ ნაწილის მიმართ, ვინც მის პოლიტიკურ დაკვეთას არ ასრულებს, შავი პიარის აგორებას გეგმავს.
“გიორგი პაპუაშვილი, პირდაპირ ასრულებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ დაკვეთას, რაც ჩაშლილმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისთვის მნიშვნელოვანია არა სამართლიანი, არამედ მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება,
აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სასამართლოს იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც პაპუაშვილის პოლიტიკურ დაკვეთას არ ასრულებს შავი პიარი იქნება აგორებული.
ჩვენი ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამშრომელთა დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს ყველა იმ საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” ემორჩილებიან“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.