საქართველოში ამერიკელ კონგრესმენებს ელოდებიან
დუნკან ჰანტერი და მარკ სენფორდი საქართველოს დღეს ესტუმრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესმენები მთავრობის წევრებს შეხვდებიან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გაიმართება
”ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს, ასევე თბილისში გამართული შეხვედრებისას საუბარი შეეხება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ა.შ.”, – აცხადებენ სამინისტროში