კახა კალაძე: მჯერა, თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება და ეს არის გუნდის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ყველა კურორტი უნდა განვითარდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძე მიიჩნევს, რომ კურორტ თეთნულდის განვითარებაში სოსო ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს.
რაც შეეხება ჯაჭვლიანს, მინდა ვუსურვო წარმატება. მჯერა თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს. მის დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული შეფასებები მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის” შეფასებაა“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნაც, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.