ლარის კურსმა დოლართან და ევროსთან მიმართებაში აიწია
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2856 ლარი გახდა.
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა და 2.2856 გახდა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2857 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ორშაბათიდან ერთი ევროს შეძენა 2.5802 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5817 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.